19 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
რეპრესიები, სავარაუდოდ, ხვალ და ზეგ კიდევ უფრო მეტ მასშტაბებს მიიღებს - გიგი უგულავა

„ივანიშვილი ყველას, იმ ადამიანებს, ვინც მას ამ არჩევნებზე უარი უთხრა, ეუბნება, რომ თქვენ ხართ ჩემი მტრები და მე თქვენ უნდა გაგანადგუროთ" - ეს განცხადება „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ დავით კირკიტაძის დაკავების შესახებ გააკეთა.

უგულავა კახეთის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორთან იმყოფება, სადაც დავით კირკიტაძე გადაიყვანეს. გიგი უგულავა დავით კირკიტაძის დაკავებას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ხელისუფლების ბრძოლას უკავშირებს.  

„ივანიშვილი ყველას, იმ ადამიანებს, ვინც მას ამ არჩევნებზე უარი უთხრა, ასეთი არის 800 ათასზე მეტი ადამიანი, ეუბნება, რომ თქვენ აღარ ხართ ჩემი ქვეყნის მოქალაქეები, მე ვიხსნი თქვენზე მზრუნველობას, მეტიც, თქვენ ხართ ჩემი მტრები და მე თქვენ უნდა გაგანადგუროთ. აქედან, ამ დამოკიდებულებიდან მოდის ყველაფერი და შედეგი არის გამოცხადებული რეპრესიები, რომელსაც ჩვენ გუშინ უკვე ვგრძნობდით და გაგრძელდა დღეს და, სავარაუდოდ, ხვალ და ზეგ კიდევ უფრო მეტ მასშტაბებს მიიღებს. საკუთარ ხალხს ეუბნება, მე ახლა თქვენ უნდა დაგაშინოთ, იმისათვის, რომ თქვენ ხმა ამოიღეთ. არა 2024-მდე და არა 2030-მდე, არამედ დღეს უნდა დაიწყოს პოლიტიკური დიალოგი და პოლიტიკური რეფორმები, თუ ქვეყანა გვინდა, რომ ჩიხიდან გამოვიდეს. პასუხი არის, მე თქვენ დაგიჭერთ, მე თქვენ დაგაპატიმრებთ, მე თქვენ პირში ბურთს ჩაგთხრით, თქვენი ხმა არ იქნება გაგონილი. ჩვენი ხმა იქნება გაგონილი, ეს გზავნილი მივიღეთ. დაპატიმრებები დღეს არ დაწყებულა. ნახევარი ოპოზიცია ჯერ კიდევ ციხეში ზის. ამიტომ, თუ ეს არის პასუხი რეფორმებზე, თუ ეს არის პასუხი ამ სიტუაციიდან გამოსვლაზე, ჩვენ უნდა მივიღოთ ეს პასუხი,“ - განაცხადა გიგი უგულავამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები