ოპოზიცია დაშინების, შანტაჟის და უპრეცედენტო მოსყიდვის ფონზე ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების და ცესკოს შემაჯამებელ ოქმის ბათილად ცნობას ითხოვს.
გაიზიარებს თუ არა სააპელაციო სასამართლო ოპოზიციის მიერი წარდგენილ სამხილებს და დააკმაყოფილებს თუ არა მის მოთხოვნებს, ცნობილი რამდენიმე წუთში გახდება. თუმცა, ენმ-ის მდივნის, თინათინ ბოკუჩავას, თქმით, ამ რეალობაში ოპტიმისტურად განწყობილები ნამდვილად არ არიან და, თუ დღევანდელი სასამართლო კანონშესაბამის გადაწყვეტილებას არ მიიღებს, დავას სტრაბსურგის სასამართლოში გააგრძელებენ.
ადვოკატი გიორგი ჟამუტაშვილის განცხადებით, სასამართლოზე წარდგენილი იქნა ყველა მტკიცებულება და ახლა სასამართლოსგან ობიექტურ გადაწყვეტილებას ელოდებიან.