19 ნოემბერი 2024,   15:23
ვრცლად
"ინსტინქტური ქცევა" - გია ნოდია ხელისუფლების მიერ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის დაკავებას აფასებს

მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე, გია ნოდია, თელავში დაანონსებული მასშტაბური აქციის ჩაშლას და ველისციხესთან გზის გადაკეტვას არჩევანის ეთერში აფასებს.

ნოდიას თქმით, ხელისუფლებამ ძალის ჩვენება გადაწყვიტა, რის ფონზეც სწორედ მისი სისუსტე გამოჩნდა.

გია ნოდიას განცხადებით, მმართველი გუნდის დასუსტება ჯერ კიდევ არჩევნებზე გამოჩნდა, როდესაც მათ ამომრჩევლის მოსყიდვა ღია ეთერიდან სცადეს და ასევე, არჩევნები გააყალბეს.

გია ნოდიას შეფასებით, რეალური სისუსტის გადაფარვა უნდათ ოპონენტების დაჭერით.

„როდესაც გრძნობ, რომ სუსტი ხარ და შეშინებული ხარ, რა თქმა უნდა, გინდა, ეს გააწონასწორო იმით, რომ ძალა აჩვენო, ვიღაც დააპატიმრო, ვიღაც შეაშინო. ეს რაღაცნაირი ინსტინქტური ქცევაა,“ - ამბობს ნოდია.

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, დავით კირკიტაძეს, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, რაც დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები