საჯარო სამსახურის ბიურომ 2018 წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამა. ღონისძიებას ქვეყნის პრემიერიც დაესწრო. მამუკა ბახტაძემ სფეროს რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„საჯარო მმართველობითი სისტემის გამართული მუშაობა, რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი წინა პირობა, რომ სახელმწიფო იყოს წარმატებული და ორიენტირებული იყოს განვითარებაზე და წინსვლაზე, ამაზე დგას მთელი დემოკრატიული სამყარო. სწორედ ამ შედეგის დროულად მისაღწევად საჯარო სამსახურის რეფორმირების მიზნით ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც ქმნის ერთიანი, პროფესიული, მერიტოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული, პოლიტიკისგან თავისუფალი საჯარო სამსახურის მნიშვნელოვან საფუძველს,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
დღესვე 4 ყველაზე სტაჟიანი საჯარო მოსამსახურეც დააჯილდოვეს.