19 ნოემბერი 2024,   15:17
ვრცლად
უწყებათაშორისი პლატფორმის შექმნა და პრაქტიკის გაზიარება - მემორანდუმი საქართველოსა და მოლდოვას შორის 

უწყებათაშორისი პლატფორმის შექმნა და პრაქტიკის გაზიარება - სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს განამტკიცონ და განავითარონ თანამშრომლობა კონფლიქტების მოგვარების სფეროში მიღებული გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.

„ეს უკავშირდება, პირველ რიგში, ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენ გუშინ განვიხილეთ სპეციალურ კონფერენციაზე არსებული ვითარებაც და ამ გამოწვევებთან გამკლავების გზებიც. მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყნებს, რომელსაც ყველაზე კარგად ესმით თუ რა პრობლემებთან გვიწევს ჩვენ გამკლავება ყოველდღე, რადგან არიან თავად ანალოგიურ მდგომარეობაში, ჩვენ გვქონდეს მათი მხარდაჭერა და კიდევ უფრო მეტი, გავცვალოთ მუდმივად ინფორმაცია, გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება, რაც დაგვეხმარება, რომ უფრო ეფექტური იყოს ჩვენი პოლიტიკა,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დღის ამბები