19 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
არჩევნების გამყალბებლები - "კურიერმა" "ქართული ოცნების" მხარდამჭერი კომისიის წევრების იდენტიფიცირება მოახდინა

ვინ არიან "ქართული ოცნების" ის მხარდამჭერები, რომლებიც არჩევნების დღეს სახელისუფლებო პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის სასარგებლოდ უბნებზე ტოტალურ გაყალბებას ახდენდნენ - კადრები, რომელიც არჩევნების, ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს, გასაჯაროებიდან 10 დღის შემდეგაც პროკურატურის მხრიდან რეაგირების გარეშეა დარჩენილი.

"კურიერის" მიერ მოპოვებული მასალის საფუძველზე საარჩევნო ადმინისტრაცია თადუმაძის უწყებას საქმის შესწავლას სთხოვს.

"კურიერმა" კი გამოძიებას დაასწრო და უკვე მოახდინა კომისიის იმ წევრების იდენტიფიცირება, რომლებიც კადრებში კარგად ჩანან.

21:00 საათზე "კურიერში", როგორ გადამალეს მარიამ ნიგურიანი და ცისანა ადუაშვილი ოჯახის წევრებმა კამერის გამოჩენის შემდეგ, რას ამბობენ თავად "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერები და რატომ არ ინტერესდებიან ამ დრომდე ძალოვანი უწყებები სკანდალური კადრებით საარჩევნო უბნებიდან.

დღის ამბები