ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მისალოც წერილს უგზავნის.
წერილში დონალდ ტრამპი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ეკონომიკურ წინსვლას, დემოკრატიულ განვითარებასა და დასავლეთთან შემდგომ ინტეგრაციას.
"მოუთმენლად ველი შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მჭიდრო პარტნიორობის გაგრძელებას მთელ რიგ საკითხებში, უსაფრთხოების სფეროში ძლიერი თანამშრომლობის ჩათვლით. მადლიერი ვრჩებით, ავღანეთში, ნატოს მისიაში თქვენი ქვეყნის მიერ შეტანილი წვლილისა და ქართველი სამხედროების მიერ გაღებული მსხვერპლის მიმართ,"- ნათქვამია დონალდ ტრამპის წერილში.