19 ნოემბერი 2024,   15:17
ვრცლად
"დაწესებული სანქციები უკავშირდება დასავლეთის სურვილს შეჩერდეს რუსეთის განვითარება" - პუტინი

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უკავშირდება დასავლეთის სურვილს შეჩერდეს რუსეთის განვითარება - ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც რიგით მე 14-ეა. მას 1700 ჟურნალისტი ესწრებოდა.

პრეზიდენტს შეკითხვები დაუსვეს სანქციებზე, ბირთვული ომის საფრთხესა და ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტზე.

ვლადიმერ პუტინი ბირთვული შეთანხმების დატოვების შესახებ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბირთვული ომის საფრთხე არასათანადოდ არ უნდა შეფასდეს.

რუსეთის პრეზიდენტმა ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტი პროვოკაციად შეაფასა, ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებით კი განაცხადა, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა, რადგან არჩევანი რუსეთთან მიერთებაზე ხალხმა გადაწყვიტა. 

„პროვოკაციის მიზანი ვითარების ესკალაცია იყო. რაში სჭირდებათ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს მოვლენები ასე განვითარდეს. გასაგებია, მათ აქვთ არჩევნები და სჭირდებათ ესკალაცია ერთ-ერთი კანდიდატის რეიტინგის მოსამატებლად, იგულისხმება მოქმედი პრეზიდენტი. მან მეხუთედან მეორე ადგილზე გადაინაცვლა, მაგრამ თავისი ამოცანა ქვეყნის ინტერესების ხარჯზე შეასრულა. რაც შეეხება დაკავებულ უკრაინელ მეზღვაურებს, ისინი გაგზავნეს საზღვარზე და ელოდნენ, რომ რამდენიმე დაიღუპებოდა, მაგრამ მადლობა ღმერთს ასე არ მოხდა. გამოძიება გრძელდება და პროცესის შემდეგ ცხადი გახდება რა მოხდება მეზღვაურებთან დაკავშირებით." - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

დღის ამბები