პრეზიდენტი შეხვედრებს ისევ სასტუმროში განაგრძობს. სალომე ზურაბიშვილის და არასამთავრობო ორგანიზების წევრების შეხვედრა თბილისი მარიოტში დაიწყო.
პრეზიდენტმა კონსულტაციების გამართვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებამდე გადაწყვიტა. სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრის დაწყების წინ მედიასთან კომენტარი ისევ არ გააკეთა.
შეხვედრას არ ესწრება "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და სამართლიანი არჩევნები. შესაბამისად ისინი არც ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატს წარადგენენ.
რაც შეეხება იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც შეხვედრაზე იმყოფებიან მათ საკუთარი კანდიდატები ჰყავთ. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე მყოფთა ნაწილი პრეზიდენტს საარჩევნო ადმინისტრაციის მოქმედ ხელმძღვანელს თამარ ჟვანიას შესთავაზებს.