19 ნოემბერი 2024,   15:17
ვრცლად
დავით კირკიტაძე პატიმრობაში რჩება - მოსამართლემ გადაწყვეტილება დარბაზშივე, ყოველგვარი ფიქრის გარეშე მიიღო 

ბიძინა ივანიშვილისა და მისი ძალოვანების მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება ოპოზიციის ბრალდებული ლიდერის, დავით კირკიტაძის არგუმენტების პირისპირ - გურჯაანის სასამართლოს თავმჯდომარემ დღეს დავით კირკიტაძეს ისე მიუსაჯა წინასწარი პატიმრობა, რომ მოსაფიქრებლად დროც არ დასჭირვებია.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ პროკურატურის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი 55 დღით, დამატებითი განმარტების გარეშე დააპატიმრა.

გადაწყვეტილებამდე მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა 16 დეკემბერს მომხდარზე დეტალური ახსნა-განმარტება თავად ბრალდებულისგან მიიღო. კირკიტაძემ პოლიციის მუნდირის პატივისცემა სხდომათა დარბაზშიც დააფიქსირა და ახსნა, რატომ ცდილობდა მწვანე ავტობუსში შეღწევას.

დავით კირკიტაძემდე კი სასამართლომ დაცვისა და ბრალდების პოზიციები მოისმინა. სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენლები ძირითადად იმაზე უთითებდნენ, რომ მძიმე დანაშაულში ბრალდებული გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში შესაძლოა, გამოძიებას მიმალვოდა.

ადვოკატები ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის გათავისუფლებას დღეს ნაკლებად მძიმე აღკვეთის გამოყენებით ითხოვდნენ. კირკიტაძის უფლებადამცველები მოსამართლის დარწმუნებას იმაში ცდილობდნენ, რომ საქმეს სამართლებრივზე მეტად პოლიტიკური კონტენტი აქვს.

დავით კირკიტაძის ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილებას კანონით დათქმულ ვადაში გაასაჩივრებენ. პროკურატურა კი უკვე არსებითი განხილვისთვის მზადებას იწყებს.

გურჯაანში დაპატიმრების შემდეგ დავით კირკიტაძე თბილისში გადმოიყვანეს. სააპელაციო საჩივრის განხილვამდე ის სავარაუდოდ, ე.წ. გლდანის ციხეში იქნება.

დღის ამბები