„არ გადამრიოთ, რა მაგრები ხართ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მომისმინეთ ყურადღებით, როდესაც ატრიალებთ ამ ფრაზებს, ამას ვეძახი თქვენს ფსევდოინტელექტუალურ ცეკვებს კამერების წინ. მე თქვენ შინაარსობრივ საუბრებს გთავაზობთ. თქვენი შეკითხვების არც მე და არც ჩემს გუნდს არ ეშინია, საკმაოდ სუსტად მსჯელობთ,“- ასე მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო ოპოზიციას საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან.
გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მუშაობას "წარუმატებლობა" უწოდა.
მინისტრის თქმით, ოპოზიცია მოზარდების მკვლელობის საქმეს პოლიტიკურად იყენებს.
„ის კი არ იყო პოლიტიკურად მოტივირებული, რომ ბატონ სარალიძეს კარავში ყოფნა მოუწია, სამწუხარო ის არის, რომ ამას თქვენ იყენებთ პოლიტიკურად. პოლიტიკურად მოტივირებული თქვენ ხართ. თემა იმაში კი არ არის, რომ ადამიანი, როდესაც პირადი ტრაგედიიდან გამომდინარე იძულებულია მიმართო უკიდურეს ფორმებს, თქვენ როგორც კეთილსინდისიერი მოქალქე, იმის მაგივრად, რომ ელემენტარულად მოქალაქის სტატუსიდან გამომდინარე, ამას უბრალოდ ამისგან აკეთებთ სპექტაკლს.
"თქვენ ვერ იქნებით ჩემზე უფრო დაინტერესებული, რომ ეს საქმე დასრულდეს. ბოდიში, მაცალეთ, თქვენ თუ ვერ ხვდებით, რას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ საგამოძიებო კომისია იყო ტრაგედია არა მარტო ერთი ადამიანის, იმ ხალის, ვინც ამ კომისიაზე იჯდა, არამედ თქვენი, ამის შემდგომ ეს პასუხისმგებლობა როგორ იქნება საერთო ჩვენი ყველასი, ამას ვნახავთ, ამას მე გპირდებით,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.
გიორგი გახარიას "ევროპული საქართველოს“ დეპუტატები, ელენე ხოშტარია და სერგი კაპანაძე შეეკამათნენ.