„ელჩების კონფერენცია 2018-ზე,“ რომელიც ოთხი დღის განმავლობაში იმართებოდა, სალომე ზურაბიშვილი არ მივიდა. პრეზიდენტის სიტყვას დიპლომატები უშედეგოდ ელოდნენ.
ზურაბიშვილის დემარშს საგარეო საქმეთა მინისტრი არ ელოდა. დავით ზალკალიანმა დაადასტურა, რომ ელჩების კონფერენციაზე პრეზიდენტი მიიწვიეს, თუმცა ის არ მივიდა. 2004 წელს სალომე ზურაბიშვილი ამბასადორეალს თავად მასპინძლობდა.
წელიწადში ერთხელ თბილისში მსოფლიოს 50-მდე ქვეყანში აკრედიტებული ქართველი დიპლომატი იმისთვის ჩამოდის, რომ მომავალი წლის სამოქმედო გეგმა დასახონ.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი ელჩებს არ შეხვდა, ამის გამო დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები კამერის წინ ზურაბიშვილის კრიტიკას მოერიდნენ, თუმცა პირად საუბრებში უკმაყოფილებას არ დამალეს.
ელჩების კონფერენცია საქართველოს პარლამენტში გაიმართა. გუშინ საკანონმდებლო ორგანოში სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა. ის დეპუტატებს კაბინეტებში ესტუმრა თუმცა გვერდით დარბაზში მიმდინარე ამბასადორეალზე არ შევიდა.
პრეზიდენტის მოუცლელობამ მესამე სექტორზე დემარშის შთაბეჭდილება დატოვა.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის კონფერენციაზე არმისვლას არ გამოხმაურებია.