19 ნოემბერი 2024,   15:22
ვრცლად
ხელისუფლება თავის მოვალეობას არ ასრულებს - გაერთიანებული ოპოზიცია აქტიურ მოქმედებებზე გადადის

გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია"-ს სხვა ლიდერები ამჯერად გაერთიანების თბილისის და აღმოსავლეთ საქართველოს შტაბის უფროსებს შეხვდნენ და შემდგომ სამოქმედო გეგმებზე ისაუბრეს.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ადგილი ჰქონდა უპრეცენდენტო გაყალბებას, შესაბამისად, გაერთიანებული ოპოზიცია აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს და აქტიურ მოქმედებებზე გადადის.

„ძალიან სასარგებლო საუბარი იყო და ყველას ესმის ჩვენი მთავარი ამოცანა. საქართველოს მოქალაქის ხმა გაერთიანებულმა ოპოზიციამ უნდა მიიტანოს ე.წ. ხელისუფლებამდე, იმიტომ რომ ასე ცხოვრება უკვე აღარ შეიძლება. არც ეკონომიკურად, არც სოციალურად, არც პოლიტიკურად საქართველოს მოქალაქე დღეს დაცული არ არის და ე.წ. ხელისუფლება თავის მოვალეობას ვერ და არ ასრულებს. ასეთ მდგომარეობაში სახელმწიფოს კიდევ უფრო დიდი ხანი ყოფნა-არსებობა არის სრულიად წარმოუდგენელი“- აცხადებს გრიგოლ ვაშაძე

დღის ამბები