ცესკო-ში თავმჯდომარის ასარჩევად ფარული კენჭისყრა ოპოზიციის გარეშე მიმდინარეობს. საარჩევნო ადმინისტრაციაში სხდომა, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, კენჭისყრა ფორმალურია და "ოცნება" ცესკო-ს თავმჯდომარედ კვლავ თამარ ჟვანიას დანიშნავს.
ფარულ კენჭისყრას ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი შარაბაძე უძღვება.
ცესკო-ს წევრებმა საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ხმათა 2/3-ით უნდა აირჩიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში თავმჯდომარის არჩევა პარლამენტს მოუწევს.