სოლიდარობის ფონდის საქველმოქმედო საღამო თბილისში. ღონისძიებაზე სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოვიდა. მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ფონდი ოთხი წელია არსებობს და ამ ხნის განმავლობაში მან ბევრი მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო.
საღამოდან შესული თანხა სრულად გადაირიცხება სწორედ ფონდში. "სოლიდარობის ფონდი“ 2014 წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა და მან დღემდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე 600-ზე მეტი ბავშვისა და 22 წლამდე მოზარდის მკურნალობა დააფინანსა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ.