19 ნოემბერი 2024,   15:28
ვრცლად
"მე არ ვამბობ, რომ ეს არჩევნები ჩატარდა ხარვეზების გარეშე" - აკაკი ზოიძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, აკაკი ზოიძე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ თამარ ჟვანიას მეორე ვადით არჩევას არჩევანის ეთერში აფასებს.

აკაკი ზოიძე ოპონენტების კრიტიკას პასუხობს და ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს შესთავაზეს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარედგინათ.

„გონგოებით, ალბათ, აღწერა ის პროცესი, ნაციონალური მოძრაობის დროს როგორ ქმნიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მერე ასევე პლატფორმად იქნა გამოყენებული უკვე ენმ-ის ხელისუფლებიდან წასვლის მერე,“ - ამბობს ზოიძე.

აკაკი ზოიძეს არ დარჩა შთაბეჭდილება, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევა ხელისუფლების მხრიდან მართული იყო.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების მიწვევა პრეზიდენტის პრეროგატივა იყო სრულად და, თუ რაიმე პროცედურა ხარვეზით წარიმართა, მომავალში უნდა გამოსწორდეს.

„მე არ ვამბობ, რომ ეს არჩევნები ჩატარდა ხარვეზების გარეშე. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ხარვეზებია და სანამ ამ ქვეყანაში წესიერ დემოკრატიას ვერ ავაშენებთ, ეს არჩევნები ყოველთვის ასეთი პრობლემებით იქნება,“ - განაცხადა ზოიძემ.

ზოიძის თქმით, ოპონენტების განცხადება, რომ უპრეცენდენტო მოსყიდვების ფონზე ჩატარდა არჩევნები, სიმართლეს არ შეესაბამება.  

დღის ამბები