„ევროპული საქართველო" პანკისში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებას ითხოვს.
ოთარ კახიძის განცხადებით, სასურველია კითხვებს პასუხი საგამოძიებო უწყებამ გასცეს, თუმცა კახიძე არ გამორიცხავს, რომ საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებმა საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვონ.
„ვიცით, რომ მაჩალიკაშვილი მოკლეს და სახელმწიფო ვალდებულია სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე, მით უმეტეს როცა სპეცრაზმელია ფიგურანტი უმოკლეს ვადაში გასცეს პასუხი კითხვებს. ვეთანხმები რომ საგამოძიებო კომისიაა პასუხი ასეთ საქმეებზე. ვისურვებდი საგამოძიებო სისტემამ თავად უპასუხოს ამ კითხვას,“-ამბობს ოთარ კახიძე.
საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს. დავით მათიკაშვილის აზრით, საგამოძიებო კომისიის შექმნა ამ ეტაპზე საჭირო არ არის.