19 ნოემბერი 2024,   15:22
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შერჩევის წესი - "ევროპული საქართველოს" ინიციატივა 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" წევრმა, ოთარ კახიძემ გააკეთა. 

საპარლამენტო უმცირესობა გამოდის ინიციატივით, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან ჩართული. ოთარ კახიძის თქმით, სამუშაო ჯგუფში შემავალმა პირებმა ერთად უნდა გაწერონ ის კრიტერიუმები, რომელთა გათვალისწინებითაც სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატები უნდა აირჩიონ.

„მნიშვნელოვანია, რომ მანამდე გაიწეროს დეტალურად და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობით ყველა ის პროცედურა, რომლითაც უნდა მოხდეს შემდგომში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა.ეს პროცესები გულისხმობს პირველ რიგში კრიტერიუმების შემუშავებას, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს ყველა კანდიდატმა.

ეს პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, საზოგადოებამ უნდა დაინახოს ნათლად როგორ არჩევენ მოსამართლეებს. ეს პირები ვისაც დაამტკიცებს პარლამენტი უვადოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად უნდა აკმაყოფილებდნენ პირველ რიგში პროფესიონალიზმის, მეორე რიგში მაღალი რეპუტაციის და მათ უნდა ჰქონდეთ მაღალი ნდობა საზოგადოების მხრიდან,“-ამბობს კახიძე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი, რომელთა ბიოგრაფია საზოგადოებაში კითხვის ნიშნებს იწვევს, პარლამენტმა არ დაამტკიცა. კანდიდატურების განხილვა გაზაფხულამდე გადაიდო. განცხადება დღეს ირაკლი კობახიძემ გააკეთა. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანო, საკითხის განხილვას რამდენიმე თვეში დაუბრუნდება, თუმცა კანდიდატურები ხელახალი შერჩევისთვის უკან არ დაბრუნდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები