19 ნოემბერი 2024,   15:24
ვრცლად
დავით ზალკალიანმა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით 2018 წლის ანგარიში წარადგინა

დავით ზალკალიანმა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით 2018 წლის ანგარიში წარადგინა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება, ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე გაამახვილა. მინისტრის თქმით, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატები მთელი წლის განმავლობაში აქტიურად გამოიყენებოდა.

მან ასევე ამერიკის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიულ კანონპროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს კანონპროექტი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერების დასტურია.

„თქვენთვის კარგად ცნობილია საქართველოს მხარდამჭერი აქტი, რომელიც ერთსულოვნად იქნა მიღებული ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობითი პალატის მხრიდან და სადაც საუბარი არის ყველა ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხზე, ოკუპაციასთან დაკავშირებით, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესრულებასთან მიმართებაში, რუსეთის მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაზე და რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საუბარი არის ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე პირდაპირ აქვს დავალება აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ მათ დაიწყონ მუშაობა იმისთვის, რომ მიღებულ იქნას შესაბამისი სია, სადაც შეყვანილი იქნებიან ის პირები, რომელთაც აქვთ ჩადენილი დანაშაული ოკუპირებულ ტერიტორიებზე.“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები