„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არის დაპირისპირება ამ კოლექტიურ ზარდიაშვილებსა და ეკა ბესელიას შორის,“- ამის შესახებ ფრაქცია „პატრიოტების“ წევრმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
ის ეკა ბესელიას მიერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა. ჭიჭინაძის თქმით, ბესელიას გადაწყვეტილებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი შეჩერდა. მისი ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე სხდომის დანიშვნას ჩქარობდა, თუმცა ეკა ბესელიამ მას გადაწყვეტილებით ხელი შეუშალა.
„კობახიძე დაჟინებით სთხოვდა, რომ ხვალ ჩატარებულიყო კომიტეტის სხდომა და ყოფილიყო წარმოდგენილი კანდიდატურების განხილვა. ეკამ თავისი გადადგომით გააჩერა ეს პროცესი. ბიუროს დღის წესრიგს ადგენს თავმჯდომარე, შესაბამისად, ბიუროზე იყო მოთხოვნა, რომ ხვალ ყოფილიყო მოსმენა. როდესაც მიხვდა, რომ ბესელია ამას არ დანიშნავდა, სასწრაფოდ გამოვარდა და მიიწერა ესე, რომ თითქოს, მისი გადაწყვეტილება იყო. ისე, დღე და ღამე ფიქრობდნენ, რომ ელოდებოდნენ ამ დღეს, როდის მიულოცავდნენ ახალ წელს ჩვენს მოსახლეობას ამ უსამართლო მოსამართლეების დანიშვნით,“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.