პროკურატურამ 15 დეკემბერს „შაბათის კურიერის“ მიერ გასაჯაროებული არჩევნების ერთ- ერთი ყველაზე მასშტაბური გაყალბების საქმეზე გამოძიება დღეს დაიწყო. დმანისის 44-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრი, მარიამ ნიგურიანი, სავარაუდოდ, პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. სწორედ ის არის „კურიერის“ სკანდალური სიუჟეტის მთავრი ფიგურანტი და დმანისში არჩევნების მთავრი გამყალბებელი.
კიდევ ერთი გმირი დმანისის იმავე საარჩევნო უბნიდან, რომელიც ბიულეტენების ჩაყრაში აქტიურად მონაწილეობდა, ცისანა ადუაშვილია.
„შაბათის კურიერში“ გასულ რეპორტაჟში პირდაპირ ჩანს, როგორ ცვლიდნენ კომისიის წევრები არჩევნების შედეგებს, თუმცა პროკურატურამ დმანისსა და სამეგრელოსი არსებული დარღვევებს გამოძიება ამ ფაქტების გამოაშკარავებიდან 14 დღის შემდეგ დაიწყო. მას შემდეგ, რაც ამ თხოვნით უწყებას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება უცხოელი დამკვირვებლებისა დ პარტნიორების თვალის ასახვევად დაიწყო და ეს საქმეც ისევე შემოიდება თაროზე, როგორ ბევრი სხვა გახმაურებული გამოძიება.
„ქართული ოცნების“ წევრებს ამ დრომდე არ სჯერათ, რომ კადრები ნამდვილად საპრეზიდენტო არჩევნებზეა გადაღებული. ეს იმ პირობებში, როდესაც თამარ ჟვანიას მისი თანამშრომლების იდენტიფიცირების საკითხი ეჭვის ქვეშ არ დაუყენებია და პროკურატურას საქმის შესასწავლად თავადაც მიმართა.
გამოძიების დროულად წარმართვას ითხოვს „სამართლიანი არჩევნები.“
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული დასკვნა მოამზადეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა. მათ ყურადღება, არათანაბარ ფინანსურ გარემოზე, დაშინებასა და შანტაჟზე გაამახვილეს. საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს „კურიერის“ გასული სკანდალური ვიდეო მასალებიც დაემატება, ისინი გამოძიებას ყურადღებით მიადევნებენ თვალყურს.