19 ნოემბერი 2024,   15:16
ვრცლად
"ქართუს“ კარი ჯერ კიდევ ღიაა" - ფინანსთა მინისტრი ვალების განულებაზე განმარტებას აკეთებს

ფინანსთა მინისტრმა ვალების განულების შესახებ კიდევ ერთი განმარტება გააკეთა. ივანე მაჭავარიანის განცხადებით, პროექტი ჯერ არ დასრულებულა და ფონდ „ქართუს“ შეთავაზებების მიღება შეუძლიათ იმ კომპანიებს, რომლებიც პროგრამის მონაწილეები ამ დრომდე არ იყვნენ. მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ვალები 600 ათასზე მეტ ადამიანს გაუნულდეს

„ჩემი ინფორმაციით, „ქართუს“ კარი ჯერ კიდევ ღიაა და იმედს ვიტოვებ, რომ ნაწილი მაინც იმ დარჩენილი კომპანიებისა შეთანხმდება ”ქართუსთან“ და ეს რიცხვი - 600 ათასი ფიზიკური პირი კიდევ უფრო გაიზრდება,”- განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

დღის ამბები