19 ნოემბერი 2024,   15:23
ვრცლად
"თავისუფლება დავით კირკიტაძეს! " - აქცია რუსთავის საქალაქო სასამართლოსთან

აქცია რუსთავის საქალაქო სასამართლოსთან - ენმ-ს წევრებმა დავით კირკიტაძის პატიმრობა გააპროტესტეს. 

რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლები დავით კირკიტაძის გათავისუფლებას მოითხოვენ. 

აქციის მონაწილეებმა დაიწყეს კამპანია - "თავისუფლება დავით კირკიტაძეს". ისინი აპირებენ ქალაქის მასშტაბით ყველგან განათავსონ სტიკერები. მათი თქმით, კამპანია გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება. 

„ჩვენ აბსოლუტურად ყველა სადარბაზოში მივალთ და ინფორმაციას მივაწოდებთ თითოეულ რუსთაველს, რომ ბატონი დავითი არის პოლიტიკური პატიმარი და შესაბამისად ჩვენი მთავარი მოთხოვნა რაც არის, შეჩერდეს შერჩევითი სამართალი და ბატონი დავითი იყოს გათავისუფლებული,“ - აცხადებს აქციის მონაწილე.

დღის ამბები