19 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
ხელთათმანი ესროლეს საზოგადოებას - დავით ჭიჭინაძე ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ დანიშვნას აფასებს 

ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში უვადო მოსამართლედ გამწესებას პარლამენტში კრიტიკულად აფასებენ. მურუსიძის უვადოდ გამწესებას საზოგადოების გამოწვევად აღიქვამს პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი, დავით ჭიჭინაძე.

დეპუტატს სამართლიანობის აღდგენის იმედი აქვს და ამბობს, რომ ამისთვის პარლამენტის ზოგიერთი წევრი ყველაფერს გააკეთებს.

„ეს არის საზოგადოების გამოწვევა და ადრე, რომ იტყოდნენ, ხელთათმანი გადაუგდეს, ესროლეს საზოგადოებას და მე ვფიქრობ, საზოგადოება და ზოგიერთი ჯანმრთელი დეპუტატი ამას საკმაოდ კარგად მიაწვდის როგორც საჭიროა საზოგადოებას და მურუსიძეები და ეს ადამიანები საკადრის პასუხს მიიღებენ და აქტებით და ოქმებით მოქმედება არ ნიშნავს კანონიერებას. სამართლიანობა და კანონი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდება და სამართლიანობა ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე კანონიერება,“ - განაცხადა ჭიჭინაძემ.

ლევან მურუსიძე უვადო მოსამართლედ გუშინ გაამწესეს. უვადო მოსამართლეთა გამწესების სია მიუღებელი აღმოჩნდა რამდენიმე დეპუტატისთვის, მათ შორის, ეკა ბესელიასთვის. მისი შეფასებით, მურუსიძის უვადოდ გამწესება მძიმე გადაწყვეტილებაა. ბესელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პასუხისმგებლობას და არჩევნების წინ გაცემულ დაპირებებს პოლიტიკოსებსაც ახსენებს. 

დღის ამბები