19 ნოემბერი 2024,   15:27
ვრცლად
"დედაშენს გადაეცი, აფხაზეთი საქართველოს განგრენა არასოდეს გახდება" - სამხედრო, რომელსაც ზურაბიშვილის შვილთან მიმოწერის შემდეგ, პატიმრობა შეუფარდეს

ქართველ სამხედროს გიორგი რუსიტაშვილს სალომე ზურაბიშვილის ოჯახისთვის მუქარის შემცველი შეტყობინებების გამო ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

გიორგი რუსიტაშვილი გზავნილებს თავადაც ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ მუქარა  მასში არ არის და განმარტავს იმ მიზეზებსაც, რის გამოც ზურაბიშვილის შვილს შეტყობინებები გაუგზავნა.

ქართველი სამხედროსთვის მიუღებელია ის განცხადებები, რომელიც პრეზიდენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გააკეთა. გიორგი რუსიტაშვილი საქართველოში არ იმყოფება, მან ქვეყანა 2016 წელს დატოვა.

„კომენტარი გავაკეთე სალომე ზურაბიშვილის დაბლა, რომ აფხაზეთი განგრენა არასოდეს იქნება საქართველოში, ეს ჩვენი მიწაა და რომ მალე დავიბრუნებთ. გორჯესტანი, სახელი და გვარი არ მახსოვს, სალომე ზურაბიშვილის შვილი დამიკავშირდა. თვითონ დამიკავშირდა მესენჯერში. როგორც სამხედრო მოსამსახურე ავღელდი და გავეცი პასუხი. მე მის ლაპარაკს ვერ ვიგებ, იმიტომ რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეა და არ იცის ქართული, მაგრამ მივწერე რომ "დედაშენს გადაეცი აფხაზეთი საქართველოს განგრენა არასოდეს გახდება და არც იქნება."

"სანამ მეორე ტური მოვიდოდა სამხედროებს გადაეკიდნენ, პროვოკაციაში ჩარიეს, დაჭერები დაიწყეს და ასე ვფიქრობ, რომ უნდოდათ რაღაც პროვოკაციულში გავეხვიე. რუსეთის ფედერაციიდან ვიმყოფები ძებნაში, იმიტომ რომ უკრაინას ვეხმარებოდი. საქართველომ ჩვენ სამხედროები ვერ დაგვიცვა,  ექვსი უკრაინელი დააკავეს  თბილისში, რომელთაც რაღაცეები მოუგონეს და ამიტომ საქართველოში ვერ ჩამოვდივარ,“-ამბობს გიორგი რუსიტაშვილი.

დღის ამბები