მმართველ გუნდში დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად მიზეზი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურაა. ეკა ბესელიამ, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას დღეს ოფიციალურად დატოვებს, გედევან ფოფხაძე წარადგინა, თუმცა მას კომიტეტის წევრების დიდი ნაწილი მხარს არ უჭერს.
ერთ-ერთ კანდიდატად სახელდება კომიტეტის წევრი ანრი ოხანაშვილიც. ოხანაშვილი მმართველი გუნდის იმ ნაწილს მიეკუთვნება, რომელიც ეკა ბესელიას დაუპირისპირდა.
ეკა ბესელიას გადადგომის შემდეგ პირველმა მოადგილემ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობა უნდა შეასრულოს. გედევან ფოფხაძე კი ამბობს, რომ ხმას არ მისცემს ისეთ ადამიანს, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის საეჭვო კანდიდატების სიას მხარს უჭერს.
ფოფხაძის თქმით, პარლამენტში წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სია არ იცვლება, რაც საზოგადოებაში კითხვის ნიშნებს გააჩენს.
„მე არ დავუჭერ იმ კანდიდატს მხარს, რომლისგანაც სრული გარანტია არ მექნება, რომ ის სიის მხარდამჭერი არ არის, ეს ჩემმა კოლეგებმა კარგად უნდა გაითავისონ, რომ ჩვენ პრეტენზია არ გვაქვს სტატუსებზე, თორემ იყო ეკა ბესელია კომიტეტის თავმჯდომარე და საერთოდ არ გადადგებოდა. საუბარი არის იმაზე, ვინც არ უნდა იყოს ,ვანო იქნება ზარდიაშვილი, ანრი იქნება ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი თუ სხვა თუ ცვენა რ გვექნება გარანტია, რომ საეჭვო მოსამართლეებს, საეჭვო პროცედურებით არ მოახვევენ საზოგადოებას რთავს ტუ ამის გარანტიები არ გვექნება, ჩვენი პოზიცია იქნება ამასთან დაკავშირებით ძალიან პრინციპული“-აცხადებს გედევან ფოფხაძე.
ეკა ბესელია დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას ოფიციალურად დატოვებს. დეპუტატებმა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე კენჭი გედევან ფოფხაძეს უნდა უყარონ - რეგლამენტის მიხედვით, კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანტური პოსტის შემთხვევაში მის მოვალეობას სწორედ პირველი მოადგილე ასრულებს. იურიდიული კომიტეტის სხდომა ამ წუთებში იწყება.