19 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
მხარს დავუჭერ პროგრესს სასამართლოში - ანრი ოხანაშვილი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის გამო მმართველი პარტიის წევრებს შორის დაპირისპირება გრძელდება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უკვე ყოფილ თავმჯდომარეს და მის მხარდამჭერებს მმართველი გუნდის ერთი ნაწილი უპირისპირდება.

დაპირისპირების  მიზეზი ამჯერად იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურაა. ეკა ბესელიამ, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას დღეს ოფიციალურად დატოვებს, გედევან ფოფხაძე წარადგინა, თუმცა მას მხარს კომიტეტის წევრების დიდი ნაწილი არ უჭერს. 

ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე სია გუნდის გადაწყვეტილებით შეჩერებულია, შემდგომი განხილვები კი დეპუტატების ფართო ჩართულობითა და გამჭვირვალედ წარიმართება.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე განაცხადა ბრიფინგზე, რომ განხილვა ამ სიის არის შეჩერებული,ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით. ყველაფერი მოხდება გამჭვირვალედ , ფართო ჩართულობით ყველა იმ სუბიექტის, ვინც უნდა იყოს ჩართული. 

პროცესი იქნება გამჭვირვალედ წარმართული, შესაბამისად მე მხარს დავუჭერ პროგრესს სასამართლოში, რომელიც არის ცალსახად სახეზე მიმდინარე იმ რეფორმებიდან, რომელიც ჩვენი გუნდის დამსახურებით წარიმართა,“-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები