19 ნოემბერი 2024,   15:24
ვრცლად
"ეს არის საკმაოდ სერიოზული განხეთქილება, ეს გაღრმავედება და მძიმე ფორმებს მიიღებს“ - ოპოზიცია მმართველ პარტიაში დაპირისპირებაზე საუბრობს

„აღარაფერი შეიცვლება, ეს არის საკმაოდ სერიოზული განხეთქილება, ეს გაღრმავდება და გაცილებით მძიმე ფორმებს მიიღებს,“ - აცხადებს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი დავით ჭიჭინაძე.

„ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილი წევრი ამბობს, რომ ბრძოლა ეკა ბესელიას გუნდთან ე.წ. პორტირებულმა დეპუტატებმა წააგეს. 

„ესენი ახლები არ არიან, პორტირებულებმა წააგეს ბრძოლა“-ამბობს ჭიჭინაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია ამბობს, რომ მოსამართლეთა სიის გამო დაწყებულ დაპირისპირებაში იმ გუნდმა გაიმარჯვა, რომელიც პარლამენტში წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ათკაციან სიას მხარს არ უჭერს.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ის რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველი მოადგილე ყოფილიყო ის, ვინც ამ სიას მხარს არ დაუჭერდა,“-ამბობს ოდიშარია.  

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი, ირაკლი აბესაძის განცხადებით, ნაცვლად დაპირისპირებისა, უმჯობესი იყო დეპუტატებს ემსჯელათ, როგორ უნდა დაბრუნდეს მოსამართლეთა ათკაციანი სია იუსტიციის საბჭოში და როგორ უნდა მოხდეს, დაჩქარებული ტემპით სასამართლო სისტემის რეფორმირება. 

დღის ამბები