19 ნოემბერი 2024,   15:26
ვრცლად
ზაზუნა და ჩემოდნიანი ღორი ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე - ოპოზიციამ ქალაქის 2019 წლის ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა

ზუგდიდის 2019 წლის ბიუჯეტის განხილვას საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა. ბიუჯეტს, რომელიც 34.5 მილიონი ლარით განისაზღვრა საკრებულოს ოპოზიციის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს.

მათი განცხადებით, ბიუჯეტი მმართველი გუნდის პირად ინტერესებს არის მორგებული და ის ძირითადად ქართული ოცნების მაღალჩინოსნების სახელფასო ფონდს წარმოადგენს.

როგორც ცნობილია, 34/5 მილიონი ლარიდან მერიის, საკრებულოს, სიპებისა და აიპების თანამშრომლების ხელფასებისთვის 21 მილიონი ლარია გამოყოფილი. დამატებით 3 მილიონი ლარი მოხმარდება მერიის ადმინისტრაციულ ხარჯებს.

როგორც ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, ბიუჯეტის ნახევარზე მეტი ხელფასებზეა გაწერილი. საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პროტესტის ნიშნად სხდომაზე სათამაშო ზაზუნა და სათამაშო ღორი მიიტანა.

ანა წითლიძის თქმით, ზაზუნა სიმბოლური საჩუქარია, რადგან მმართველი პარტია ხრავს ქალაქის ბიუჯეტს, ღორი ჩემოდნით კი ჩინოვნიკების სახეა, რომლებიც ფულს იპარავენ და დოკუმენტაციას აყალბებენ.

დღის ამბები