26 აპრილი 2024,   20:51
ვრცლად
რუსეთის პატრიარქის წერილი მსოფლიო პატრიარქს-კირილი ბართლომეს ემუქრება

რუსეთის პატრიარქი მსოფლიო პატრიარქს ემუქრება. კირილმა ბართლომეს წერილი მისწერა და უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესს პოლიტიკური ავანტიურა უწოდა. რუსეთის პატრიარქი წერს, რომ პატრიარქი ბართლომე უკრაინის ეკლესიაში განხეთქილების ლეგალიზებით მართლმადიდებლურ სამყაროში მის უზენაესობას წერტილს დაუსვამს. კირილი მსოფლიო პატრიარქს მოუწოდებს, შეაჩეროს პროცესი, რადგან მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ არ არის გვიან. ავტოკეფალიის მინიჭების დადგენილება მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ხელმძღვანელს 6 იანვარს, სტამბოლში უნდა გადასცეს.

დღის ამბები