გედევან ფოფხაძეს ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდა.
მისი განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ კომიტეტმა ცნობად რამდენიმე წუთის წინ მიიღო. თავად ფოფხაძე კომიტეტის სხდომას არ ესწრებოდა, რადგან ის წევრად აღარ ითვლება.
რაც შეეხება თავმჯდომარის ახალ პირველ მოადგილეს, კომიტეტის ხელმძღვანელის, სოფო კილაძის თქმით, ამის შესახებ ჯერ გუნდში იმსჯელებენ და გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ გაახმაურებენ. პროცედურულად პირველი მოადგილის დასახელების უფლება, მხოლოდ კომიტეტის თავმჯდომარეს აქვს.