21 მაისი 2024,   10:34
ვრცლად
დღეს შობაა - შობის დადგომისთანავე მართლმადიდებლებმა ფანჯრებში სანთლები დაანთეს

შუაღამეს, შობის დადგომისთანავე მართლმადიდებლებმა ფანჯრებში სანთლები დაანთეს.

ტრადიცია საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით რამდენიმე წლის წინ დამკვიდრდა.

მორწმუნეებს სწამთ, რომ ამ ქმედებით ისინი ქრისტეს მოიხმობენ, რათა მათ ოჯახებში სინათლე და მადლი დამკვიდრდეს.

ტაძრებში საზეიმო ლიტურგია ჩატარდა. ღვთისმსახურება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა.

ამავე თემაზე
დღის ამბები