17 მაისი 2024,   11:41
ვრცლად
უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეები - არასამთავრობოები პარლამენტს წარდგენილი სიის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ 

პარლამენტს უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნ მოსამართლეთა სიის გაწვევისკენ მოუწოდებს სამოქალაქო სექტორი.

იმ არასამთავრობო  ორგანიზაციების ხელმძღვანელები, რომლებიც ეკა ბესელიამდე გაცილებით ადრე აფიქსირებდნენ მწვავე პოზიციას, ამბობენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი სია მოსამართლეთა ვიწრო ჯგუფის მიერ არის მომზადებული და სასამართლო სისტემას მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის.

„ვიწრო ჯგუფმა მოსამართლეების დაასახელა მათთვის სასურველი მოსამართლეების კანდიდატები, რომელთა ხილვაც სურდა უზენაეს სასამართლოში. დღეს არანაირი პროცედურა საბჭოს არ აქვს, როგორ უნდა შეარჩიოს ღირსეული კანდიდატები სასამართლოში, ამიტომ თუ ეს პროცედურა არ იქნება დადგენილი, დიდი ალბათობით მივიღებთ იგივე შედეგს.

ჩვენ პარლამენტის მხრიდან ცალსახად არ მოგვისმენია ისინი რას ფიქრობენ ან რას აპირებენ. ჩვენ მოვუწოდებთ პარლამენტს, რომ უახლოეს დღეებში დაიწყოს ამ საკითხზე მუშაობა,“-განაცადა სოფო ვერძეულმა.

სამოქალაქო სექტორი მთავარ პრობლემად კანონს ასახელებენ, სადაც მათი განმარტებით პროცედურები მოსამართლეთა შერჩევის მიზნით საკმაოდ ბუნდოვანია.

„ბუნებრივია გვაქვს შეკითხვები თავად ნომინირების პროცესთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ იუსტიციის საბჭომ წინასწარ როგორც ეს დადგენილია კანონით არ გამოაქვეყნა დღის წესრიგი, სადაც იქნებოდა ეს საკითხი შეტანილი, არ მიეცათ საბჭოს წევრებს სათანადო მსჯელობის საშუალება თითოეული კანდიდატის ბიოგრაფიასთან, წარსულთან დაკავშირებით. არ ყოფილა გამოკვლეული მათი კეთილსინდისიერება და კვალიფიკაცია და ბუნებრივია საქართველოს პარლამენტს, დაჩქარებული წესით მიღებული სია, ასევე დაჩქარებულად არ უნდა განეხილა,“-აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატები 2018 წლის 24 დეკემბერს დაასახელა. ათ კაციან სიაში შედიან : 

მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე, გიორგი მიქაუტაძე

დღის ამბები