17 მაისი 2024,   13:58
ვრცლად
„ბესელიას პრინციპულობა არავის სჯერა" - ოპოზიცია მმართველი გუნდის დაპირისპირებაზე 

მმართველ გუნდში დაპირისპირება გრძელდება. ეკა ბესელიას გუნდსა და ირაკლი კობახიძის გუნდს შორის დავა უკვე ღიად, მწვავე ბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. 

მთავარ მიზეზად ბესელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მომზადებულ და პარლამენტისთვის წარდგენილ, უზენაეს სასამართლოში დასანიშ მოსამართლეთა სიას ასახელებს. დეპუტატი ამბობს, რომ დავა გუნდში ახლებსა და ძველებს შორის სწორედ სასამართლოს სისტემის რეფორმირების მეოთხე ტალღის გამო დაიწყო, რომლის განხორციელებაც საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილს არ სურა. 

დეპუტატი ამბობს, რომ ბრძოლას სამართლიანობისთვის, არც ერთი მიზეზის გამო არ შეწყვეტს. 

ეკა ბესელიას პრინციპულობის კი არ სჯერათ ოპოზიციაში და ფიქრობენ, რომ დეპუტატი სასამართლოს საკითხს პირადი მიზნებისთვის იყენებს.

„ბესელიას პრინციპულობა არავის არ სჯერა ამ შემთხვევაში, ვინაიდან ეს მოსამართლეები და ის ადამიანები, რომელებიც წარმოადგენენ ცუდ სიმბოლოს ქართული მართლმსაჯულების, ემსახურებიან უკვე დიდი ხანია ზუსტად ივანიშვილის რეჟიმს. ბესელია არის ის ადამიანი, რომელსაც არასოდეს თავისი პრინციპული პოზიცია არ დაუფიქსირებია მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში და ბესელია არის ადამიანი, რომელმაც მართლმსაჯულების სფერო გამოიყენა თავისი კეთილდღეობისთვის,“-აცხადებს ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე.

„ევროპული საქართველოს“ წევრების თქმით, ადამიანები, რომლებიც უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეებად უნდა დაინიშნონ, უნდა სარგებლობდნენ ავტორიტეტით და ნდობით.

გიგი წერეთლის თქმით, დღეს ძალაუფლების გამო, მმართველ გუნდში ერთმანეთს დაჯგუფებები ებრძვიან.  

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატები 2018 წლის 24 დეკემბერს დაასახელა. ათ კაციან სიაში შედიან : 

მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე, გიორგი მიქაუტაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები