საკრებულოს ოპოზიციის წევრები გახშირებული ვირუსული ინფექციების ფონზე დედაქალაქში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. ლევან ხაბეიშვილის განმარტებით, ბოლო დღეების განმავლობაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე გაზრდილია სასწრაფოს სამედიცინო ბრიგადების გამოძახებები - შედეგად, კიდევ უფრო ნათელი გახდა სისტემაში არსებული ხარვეზები. დეპუტატი არსებულ საინფორმაციო ვაკუუმზე საუბრობს და თბილისის მერის ქვეყანაში სასწრაფოდ დაბრუნებას ითხოვს.
"სასწრაფოს გადაადგილებას პრობლემა აქვს, მედიკამენტი დედაქალაქის აფთიაქებში ფაქტობრივად არ მოიპოვება, და ამ დროს დედაქალაქის მერი შვეიცარიაში პოზირებს, მარალი თანამდებობის პირები განცხადებას არ აკეთებენ და თბილისში მათ შორის არის სრული საინფორმაციო ვაკუუმი, ამიტომ ოპოზიცია ვითხოვთ დედაქალაქის მერმა სასწრაფოდ შეწყვიტოს შვებულება, სასწრაფოდ დაბრუნდეს დედაქალაქში და სასწრაფოდ გასცეს თბილისელებს პასუხი იმ პრობლემებზე, რაც მათ შორის მის არყოფნაში დაბრუნდა,"- აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.