09 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
„ევროკავშირი უკრაინის ტერიტორიაზე სამშვიდობო მისიის გაგზავნას არ დათანხმდება“ - სერგეი ლავროვი

სერგეი ლავროვი ვარაუდობს, რომ ევროკავშირი უკრაინის ტერიტორიაზე სამშვიდობო მისიის გაგზავნას არ დასთანხმდება.

განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტელეკომპანია "რასიასთვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

ლავროვის აზრით, ევროკავშირში გიჟები არ არიან და კონფლიქტის მონაწილე მხარეების თანხმობის გარეშე არც ერთ შემთხვევაში არ მიიღებენ მსგავს გადაწყვეტილებას.

"ჩვენ კი არა, უნდა მიმართოთ ლუგანსკსა და დონეცკს, რომლებთან დიალოგზეც კიევმა კიდევ ერთხელ თქვა უარი," – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ლავროვის თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ, დროში გაჭიანურების ნაცვლად, დონბასის რაიონებს განსაკუთრებული სტატუსი დაუყოვნებლივ უნდა მიანიჭოს.

დღის ამბები