17 მაისი 2024,   10:11
ვრცლად
გაურკვეველ სიტუაციაში მოხდა ინფორმაციის გაჟონვა პროკურატურიდან - "თიბისი ბანკის" ადვოკატი მიმდინარე გამოძიებაზე საუბრობს

"თიბისი ბანკთან" დაკავშირებით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გამოძიების დაწყება ხელოვნურია - ასე აფასებს პროცესებს საფინანსო ინსტიტუტის ადვოკატი. უფლებადამცველი უცნაურად მიიჩნევს გამოძიების დაწყებას სწორედ ამ მუხლით და განმარტავს, რომ სინამდვილეში თანხა, არა მხოლოდ 17 მილიონი, არამედ 80 მილიონამდე, მოხმარდა თავად „თიბისი ბანკის“ ლიკვიდურობის გაზრდას. ზვიად კორძაძის ინფორმაციით, პროკურატურამ ამოიღო კონკრეტულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით დოკუმენტები. ეს ტრანზაქცია კი არის 11 წლის წინანდელი, რომელიც ეროვნული ბანკის მიერ არაერთხელ იქნა შესწავლილი შემოწმების პერიოდში. საქმის შესახებ კი მამუკა ხაზარაძე სასამართლოში უკვე დაკითხულია.

"ეს არის ჩვეულებრივი ლეგალური ოპერაცია - ერთმა სუბიექტმა მეორისგან ისესხა თანხა, რომელიც საჭირო იყო იმ პერიოდისთვის რომ ბანკი გადარჩენილიყო. გაურკვეველ სიტუაციაში მოხდა ინფორმაციის გაჟონვა პროკურატურიდან, როდესაც ის უკვე თვეებია ამ საქმეს სწავლობს და რატომ მაინცდამაინც ამ ფორმით მოხდა გაჟონვა ჩვენთის გაურკვეველია. ეს ოპერაცია ჩატარებულია ღიად, ლეგალურად, არსებობს გადარიცხვები კონკრეტული პირების სახელები, გვარები, გამორიცხულია რაიმე ისეთის ნახვა, რომელიც დანაშაულზე მიუთითებს,"-აცხადებს "თიბისი ბანკის" ადვოკატი, ზვიად კორძაძე.

დღის ამბები