19 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
ივანიშვილს სურს სასამართლოს სრულად ხელში ჩაგდება, ამიტომ ცდილობს შიდა დაპირისპირებაზე გადაიტანოს დისკუსია - სერგი კაპანაძე 

„ივანიშვილს უნდა, რომ ბოლომდე მიიყვანოს სასამართლოზე კონტროლი“-ასეთია საპარლამენტო უმცირესობის წევრების შეფასება უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა სიის ირგვლივ მიმდინარე დაპირისპირებაზე.

სერგი კაპანაძე ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის კრიტიკით ივანიშვილი საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ყურადღების გადატანას ცდილობს.  

„აქამდე სასამართლო დაქვემდებარებაში ჰყავს, მაგრამ უვადო გამწესებით ამ მოსამართლეებით ბოლომდე ჩაიგდებს ხელში. მისთვის ყველაზე კომფორტული გზა არის, რომ დისკუსია გადავიდეს შიდა დაპირისპირებაზე, ბესელიამ რაღაც დააშავა გარიცხავენ თუ არა. ამ დროს ყველაზე ფუნდამენტური პრობლემა არის ის, რომ მას სასამართლო ხელში აქვს ჩაგდებული და კიდევ უფრო უნდა ამის განმტკიცება. აქედან გამოსავალი არის ამ სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეფორმა, ნაფიცი მსაჯულის შემოღება, იგივე უცხოელი მოსამართლეების შემოღება მაღალი ინსტანციების სასამართლოებში,“ -ამბობს სერგი კაპანაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები