01 დეკემბერი 2022,   08:12
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები - ეკა ბესელია იურისტებს შეხვდება

ეკა ბესელია მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის კრიტერიუმების შესახებ კონსულტაციებს აგრძელებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე იურიდიული ფირმებისა და ადვოკატთა ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

დეპუტატი ამბობს რომ პროცესში პროფესიონალების ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან მათი რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდება კანდიდატების შერჩევის ის კრიტერიუმები, რომლებიც გამორიცხავს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას კონკრეტული პირების გავლენების შედეგად.

ბესელია ამ საკითხზე საერთაშორიო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უკვე ესაუბრა.

„ამ კონსულტაციებს გავმართავთ, ამის მიზანია, რომ ჩვენ მოვისმინოთ მათი მოსაზრებები და მაქსიმალურად შეჯერებული იყოს და თანხვედრაში ეს პოზიციები,“-ამბობს ბესელია.

ამავე თემაზე
დღის ამბები