22 მაისი 2024,   20:30
ვრცლად
"ეს იყო გუნდურობის უხეში დარღვევა" - კობახიძის მორიგი კრიტიკა ბესელიას 

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე, ეკა ბესელიას რეგლამენტის და გუნდურობის უხეშ დარღვევაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს.

ირაკლი კობახიძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, გედევან ფოფხაძის არჩევაზე საუბრობს და ამბობს, რომ ფოფხაძე პროცედურების უხეში დარღვევით აირჩიეს.

საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის მიერ გაკეთებული განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ დაპირისპირება მმართველ გუნდში კვლავ გრძელდება და „ქართული ოცნების“ ე.წ. ძველმა და ახალმა წევრებმა ერთმანეთთან შეთანხმება ვერ შეძლეს.

„რაც შეეხება პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძის არჩევას, იმ დროს როდესაც ეს მოხდა, ეს იყო როგორც პროცედურული დარღვევა, რეგლამენტის უხეში დარღვევა, ასევე გუნდურობის პრინციპის უხეში დარღვევა. ამაზე ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ კომენტარი,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

განხეთქილება მმართველ გუნდში უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნ 10-კაციან სიას მოჰყვა, რომელიც პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა. ეკა ბესელიამ თქვა, რომ სიაში იყვნენ მოსამართლეები, რომლებიც გასულ წლებში ემსახურებოდნენ რეჟიმს. დაპირისპირება ისე გამწვავდა, რომ ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.

დღის ამბები