19 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
"ეს პოლიტიკა გაგრძელდება, მთავარია პრობაციონერები იქცეოდნენ კარგად" - წულუკიანი პრობაციონერთა რიცხვის შემცირებაზე 

პრობაციონერთა რიცხვის რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მათმა რიცხვმა საგრძნობლად იკლო, იუსტიციის მინისტრმა გააკეთა კომენტარი.

თეა წულუკიანი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ორი სამინისტრო გაერთიანდა, ხანდაზმული პრობაციონერები, რომლებმაც კანონის წინაშე თავიანთი ვალი მოიხადეს, პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლდნენ.  

წულუკიანის თქმით, პრობაციონერთა რაოდენობის შემცირება გაგრძელდება, მთავარია მოქალაქეებმა კანონი არ დაარღვიონ.

თეა წულუკიანი პრობაციის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდიდან მონაცემების გაქრობასთან დაკავშირებით ამბობს, რომ დეკემბრის მონაცემები საიტზე მართლაც არ დევს, თუმცა, მაჩვენებლის გაქრობასთან დაკავშირებით განმარტებას არ აკეთებს.

„ჩემი მიდგომა არის ახლებური და არის ის, რომ სასჯელი არ უნდა იყოს მისჯილი სასჯელისთვის. სასჯელს აქვს გამოსწორების ფუნქცია. როდესაც ორი სამინიტრო შეერთდა, მე ვნახე, რომ იყვნენ ხანდაზმული პრობაციონერები, რომლებიც არაერთი წელია, ყოველ კვირა დადიოდნენ და ადებდნენ თითს. შესაბამისად, მიხარია, რომ კომისიამ ჩათვალა, რომ ასეთმა ადამიანებმა მოიხადეს კანონის წინაშე თავიანთი ვალი, ნახევარი ჰქონდათ გასული და მოეხსნათ. ეს პოლიტიკა გაგრძელებდა. მთავარია, პრობაციონერები იქცეოდნენ კარგად და არ არღვევდნენ რეჟიმს. ეს ხდება დღესაც, მოხდება ხვალაც, მოხდება იანვრის ბოლოს. კიდევ არის სხდომა ჩანიშნული. თებერვალში, მარტში. გვერდზე ეს მონაცემებს არ დევს, რა მონაცემებიც თქვენ დღეს ეთერში გაუშვით, არის მცდარი,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.   

 

დღის ამბები