უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევ კრიტერიუმებთან დაკავშირებით ეკა ბესელია კონსულტაციებს განაგრძობს. ამჯერად შეხვედრა „ადვოკატთა ასოციაციაში“ შედგა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით კონკურსი უნდა გამოცხადდეს.
ეკა ბესელიას შეფასებით, ამ პროცესში მხოლოდ მოქმედი მოსამართლეები არ უნდა მონაწილეობდნენ.
„ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, დავით ასათიანი კონკურსში ადვოკატთა კორპუსის მონაწილეობის აუცილებლობაზე საუბრობს.
უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნ 10-კაციან სიას, რომელიც პარლამენტს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა მმართველ გუნდში განხეთქილება მოჰყვა. დაპირისპირება ისე გამწვავდა, რომ ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.