თავდასხმა არასამთავრობო სექტორზე - იუსტიციის მინისტრის თქმით, ის არ ფლობს ინფორმაციას, რომ სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაციებს ე.წ. ფეისბუქ ტროლები თავს ესხმიან.
როგორც მინისტრი აცხადებს, სოციალური ქსელით სამოქალაქო საზოგადეობის წარმომადგენელთა დისკრედიტაციის მცდელობის შესახებ არაფერი იცის.
„არ ვიცი არ მინახავს ეს გვერდი, ის კი მინახავს,რომ სოციალურ ქსელებში ზოგჯერ იქმნება ხოლმე მინისტრებზე, საზოგადოებისთვის ცნობილ პირებზე, იქნება ეს არასამთავრობო თუ ხელისუფლება, რაღაცა ტიპის პასკვილები"-ამბობს წულუკიანი.
ტროლების თავდასხმის ობიექტები ყველაზე გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები არიან, რომლებიც ხელისუფლებას და სასამართლო სისტემაში არსებულ კლანურ მმართველობას ღიად აპროტესტებენ.
სწორედ ამიტომ, მესამე სექტორის წარმომადგენლები და სახალხო დამცველიც ვარაუდობენ, რომ ორკესტრირებული შეტევის უკან სწორედ ხელისუფლება დგას და ისინი ტროლების მეშვეობით, არასამთავრობოების ფსიქოლოგიურ ტერორს ახდენენ.