19 ნოემბერი 2024,   13:22
ვრცლად
საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე ნანა ხუნჯუა გახდა

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ ნანა ხუნჯუა აირჩიეს. საბჭოს სხდომაზე ფარული კენჭისყრით ხუნჯუამ ხმათა უმრავლესობა მიიღოს და საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა 2 წლის ვადით დაიკავა.

საბჭოს სხდომაზე დღეს ორი კანდიდატურა დასახელდა, ადვოკატი ირმა ჭკადუა და პროკურორი ნანა ხუნჯუა. 15 წევრიდან 12 ხმა ნანა ხუნჯუას მისცა.

ახალი კონსტიტუციიდან გამომდინარე, იუსტიციის მინისტრი საბჭოს წევრი აღარ იქნება. ამავე კანონის თანახმად, საპროკურორო საბჭოს თავჯდომარე საბჭოს შემადგენლობიდან აირჩიეს. 

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, საპროკურორო საბჭოს წევრი, ეკა ბესელია ამბობს, რომ საპროკურორო საბჭოს ფორმირების წესი იცვლება, თუმცა, ყველა წევრს უფლებამოსილების ვადით უნარჩუნდება სტატუსი.

საპროკურორო საბჭოს მუშაობას კრიტიკულად აფასებს პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, საპროკურორო საბჭოს წევრი, ოთარ კახიძე. დეპუტატი პარლამენტში ინიციატივის წარდგენას გეგმავს, რომელიც საბჭოს სხდომების ღიაობას ითვალისწინებს. კახიძის შეფასებით, რეალური გადაწყვეტილებებს საბჭოში არ იღებენ.

„ინიციატივა ეხება ამ სხდომების გახსნას, რომ თქვენი თვალით იხილოთ, იქ რა ხდება. განსაკუთრებით მინდა გითხრათ, რომ აქტიურობენ დახურვასთან მიმართებაში, დოკუმენტები რომ არ გაიგზავნოს ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებით აქტიურობენ  სასამართლოს წარმომადგენლები - ბატონი მეთოფიშვილი და მისი კოლეგა,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

დღის ამბები