19 ნოემბერი 2024,   13:20
ვრცლად
ის მოსამართლის რეპუტაციას აყენებს ზიანს - ცქიტიშვილი მეთოფიშვილზე 

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ცქიტიშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, სერგო მეთოფიშვილის მხრიდან ეკა ბესელიას მიმართ გამოთქმულ მწვავე კრიტიკას და ბრალდებებს ეხმაურება. 

მეთოფიშვილმა დეპუტატი მწვავედ გააკრიტიკა და განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი თქმით, დღეს ეკა ბესელია დიქტატორული მეთოდებით ებრძვის როგორც თავის ქვეყანას, ისე სასამართლო სისტემას. 

მმართველი გუნდის დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი, მოსამართლის განცხადებებს მიუღებელს უწოდებს და ამბობს, რომ მოსამართლე პოლიტიკურ პროცესებში არ უნდა ჩაერიოს, რადგან ეს არის ზღვარი რომლის გადალახვაც არ შეიძლება.  ცქიტიშვილის განცხადებით, მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი არღვევს სტანდარტს და ზიანს აყენებს მოსამართლის რეპუტაციას. 

"ყოვლად მიუღებელია. მოსამართლემ საბჭოს წევრმა პოლიტიკური განცხადებები არ უნდა აკეთოს, ისევე როგორც პოლიტიკოსი სასამართლოში არ უნდა ჩაერიოს. ეს ის ზღვარია რომელიც მან არ უნდა გადალახოს.მისი საქმე არ არის პოლიტიკაში გარკვეული პოზიციების დაფიქსირება. ეს ადამიანია არღვევს თავის პროგრესულ სტანდარტს. ის მოსამართლის რეპუტაციას აყენებს ზიანს და მომავალშიც გათვალისწინებული იქნება,"-განაცხადა ცქიტიშვილმა

ამავე თემაზე
დღის ამბები