19 ნოემბერი 2024,   13:27
ვრცლად
ავტოკეფალიის აღიარება - უკრაინის ეკლესია და ხელისუფლება მილოცვის დაგვიანებისთვის საქართველოს ღიად საყვედურობს 

უკრაინის ეკლესია და ხელისუფლება მილოცვის დაგვიანებისთვის საქართველოს უკვე ღიად საყვედურობს. ქვეყნისთვის ავტოკეფალიის მილოცვის დაგვიანებას კიევში რუსეთის მხრიდან შანტაჟს უკავშირებენ.

უკრაინის პატრიარქის პრესმდივანი „კურიერთან“ ინტერვიუში იმედოვნებს, რომ საქართველო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და უკრაინელებს მიულოცავს ავტოკეფალიის მიღებას.

11-დღიანი აჟიოტაჟის შემდეგ დღეს „კურიერი“ იმის გარკვევას შეეცადა, რას ფიქრობენ, კიევში საქართველოს ეკლესიის და ხელისუფლების დუმილზე. რადას დეპუტატი ვიქტორ ელენსკი დარწმუნებულია, რომ მოსკოვი საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ეკლესიებით აშანტაჟებს და ქვეყანა ამ შანტაჟს არ უნდა წამოეგოს.

უკრაინას დამოუკიდებელი ეკლესიის სტატუსს არ ულოცავს არც საქართველოს ხელისუფლება.  კი მე-11 მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საკითხზე ეკლესიის პოზიციას ელოდებიან.

საგარეო საქმეთ მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დღეს „კურიერის“ კითხვაზე პასუხად თქვა, რომ უკრაინის სუვერენიტეტის გზაზე წინ გადადგმული ყველა ნაბიჯი ახარებს. თუმცა, მინისტრის თქმით, საქართველოს ეკლესიის კომპეტენციაა, მიულოცავს თუ არა ან როდის მიულოცავს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მინიჭებას.

საქართველოს ხელისუფლება ბოლო 11 დღეა დაკვირვების რეჟიმშია და საქართველოს ეკლესიის პოზიციას ელის. საკითხი სინოდის სხდომაზე უნდა გადაწყდეს, რომელიც გაზაფხულამდე ჩანიშნული არ არის.

დღის ამბები