19 მაისი 2024,   13:01
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება - "ევროპული საქართველოს წევრები უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს შეხვდებიან 

უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით „ევროპულ საქართველოს“ წევრებს შეხვდებიან დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები.

შეხვედრაზე უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეთა კანდიდატების 10-კაციან სიასა და იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელებენ, რომელმაც სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას უნდა შეუწყოს ხელი.

„ჩვენ მათ გავაცნობთ საკუთარ პაკეტს ინიციატივების, რომელიც შემუშავებული გვაქვს. კონკრეტული ინიციატივები, რომელიც უკავშირდება სამუშაო ჯგუფის ფორმირებას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა გასაუბრების წესს. ასევე ჩვენ გავეცანით მათ ინიციატივას, რომელიც არის ძალიან საინტერესო და ჩვენ გვინდა, რომ შევაჯეროთ მათ ინიციატივასთან დაკავშირებით საერთო პოზიციები, რომ უვადოდ არ გამწესდნენ ის მოსამართლეები, რომლებიც ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებენ,“-განაცხადა ოთარ კახიძემ.

„ევროპული საქართველო“ პარლამენტს მოუწოდებს მიიღოს რეზოლუცია, რომლის საფუძველზეც მოსამართლეთა არსებული სია უკან იქნება გაწვეული, ხოლო ახალი სია კონკრეტული კრიტერიუმების გათვალისწინებით გაიწერება.  

დღის ამბები