უზენაესი სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები და საკანონმდებლო რეგულაციები - იუსტიციის არამოსამართლე წევრები და საპარლამენტო უმცირესობა შექმნილ ვითარებაზე შეხვედრაზე მსჯელობს.
ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებთან შეხვედრაზე იმ კრიტერიუმებს და პროცედურებს განიხილავენ, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები უნდა შეირჩნენ.
„საპარლამენტო უმრავლესობას არ ვარ დარწმუნებული, რომ ღვიძავს, იმიტომ, რომ ორი წელია, ყოველ ორშაბათს მე და ნაზი ჯანეზაშვილი ვაყენებთ იმ საკითხს, რომ ნელ-ნელა სასამართლო ხელისუფლებას ხელში იგდებს და უზურპირებას უკეთებს კლანი და მხოლოდ ახლა იღვიძებს, როგორც ჩანს, უმრავლესობა და აპირებს, რომ ცოტა ყურადღება დაუთმოს ამ საკითხს. ჩვენ თანამშრომლობის ხელი, მიუხედევად ამისა, რა თქმა უნდა, გავიწვდინეთ ყველა პოლიტიკური ძალის მიმართ“- აცხადებს დოლიძე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციების მზადყოფნას გამოთქვამენ. ნაზი ჯანეზაშვილი სასამართლო სისტემაში არსებულ კლანურ მმართველობაზე ამახვილებს ყურადღებას. საბჭოს არამოსამართლე წევრი ამბობს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ჩინჩალაძე და მისი მეგობრები, უმაღლეს სასამართლო ინსტანციაში ვერ მოხვდნენ.
„ევროპული საქართველო“ პარლამენტს მოუწოდებს მიიღოს რეზოლუცია, რომლის საფუძველზეც მოსამართლეთა არსებული სია უკან იქნება გაწვეული, ხოლო ახალი სია კონკრეტული კრიტერიუმების გათვალისწინებით გაიწერება. დღევანდელ შეხვედრაზე პარტიის ინიციატივას დეტალურად განიხილავენ.
„ბუნებრივია, ჩვენი ინტერესია, რომ შევხვდეთ, მათთან ერთად გავიაროთ ეს კრიტერიუმები და შევჯერდით იმისთვის, რომ გამოვიდეთ იმ ჩიხური სიტუაციიდან, რომელშიც საქმე შეიყვანა „ ქართულმა ოცნებამ“ და იმ მდგომარეობიდან, რომელშიც დღეს არის სასამართლომ“- ამბობს " ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე დავით ბაქრაძე.