19 ნოემბერი 2024,   13:24
ვრცლად
"ყაზტრანსგაზში" საკადრო პოლიტიკას აწარმოებს მოქმედი თბილისის მერი“ - ურუშაძე

ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა ”ჰაბ ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე აცხადებს, რომ „ყაზტრანსგაზის“ რეალური მმართველი კახა კალაძეა.

ურუშაძისთვის მთავარ კითხვის ნიშანს სწორედ ის ფაქტი აჩენს, რომ „ყაზტრანსგაზის“ დირექტორად დანიშნული მამუკა კობახიძე, მისი თქმით, დღემდე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელია.

„28 დეკემბრის მონაცემებით, იქ დირექტორად ინიშნება მამუკა კობახიძე, რომელიც დღემდე რეესტრის მიხედვით, ინარჩუნებს თანამდებობას თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში. ეს ადასტურებს, რომ რეალურად, მიუხედავად იმისა, რომ "ყაზტრანსგაზს" ფლობს ობშორული კომპანია, იქ საკადრო პოლიტიკას აწარმოებს მოქმედი თბილისის მერი,“- ამბობს ურუშაძე.

რაც შეეხება დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას, ურუშაძე ამბობს, რომ გაზის გამო, მომხდარი აფეთქება, როგორც დიღომში, ასევე სხვა უბნებში ჭერის ჩამონგრევა მეტროსადგურ "ვარკეთილში" და სხვა შექმნილი პრობლემები დაკავშირებულია არაკვალიფიციური კადრების დასაქმებით.

„ეს არის კომპეტენციის პრობლემა, გვახსოვს არაერთი საგანგაშო ფაქტი, რომელიც მოხდა სატრანსპორტო კომპანიის მმართველობის ქვეშ, თუნდაც ჭერის ჩამონგრევა მეტროებში, ავტოსაგზაო შემთხვევები.ეს მთავარი პრობლემა განპირობებულია კომპეტენციით და იმით, რომ ძირითადად დასაქმებულები არიან არა პროფესიონალიზმით, არამედ პარტიული ნიშნით, ნაცნობობით, მეგობრობით და ა,შ,“- ამბობს ურუშაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები