09 ოქტომბერი 2024,   10:20
ვრცლად
უკრაინის ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ვაჟის გარდაცვალებას უკრანის ოპოზიციური ბლოკის დეპუტატი ადასტურებს

უკრანის ოპოზიციური ბლოკის დეპუტატი ნესტორ შუფრიჩი ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ვაჟის, ყოფილი დეპუტატის ვიქტორ იანუკოვიჩ უმცროსის გარდაცვალებას ადასტურებს. განცხადებას ამის შესახებ შუფროჩი ფეისბუკით ავრცელებს.

რუსული და უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთში, ბაიკალის ტბაზე სპორტული ღონისძიებებისას ფოლქსვაგენის მარკის ავტობუსი ყინულის ქვეშ ჩავარდა. მიკროავტობუსში ამ დროს უკრაინის 5 და რუსეთის ერთი მოქალაქე იმყოფებოდნენ. უკრაინის მოქალაქეებიდან ერთ-ერთი იანუკოვიჩის შვილი ვიქტორი იყო.

ვიქტორ იანუკოვიჩ უმცროსი უკრაინის რადის ორი მოწვევის წევრი იყო. ინფორმაციას იანუკოვიჩ უმცროსის გარდაცვალების შესახებ ამ დრომდე არ ადასტურებენ რუსეთის საგანგებო საქმეთა სამსახურები.

დღის ამბები